weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შეთანხმება არ ნიშნავს რომ საქართველოს მოქალაქე გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად – სამინისტრო

16:40 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განმარტება გააკეთა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ხელმოწერილ იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

„ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია საფრანგეთში ან საქართველოში და შემდგომ დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ

ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. ეს შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს და იმ კონკრეტულ პროფესიებს, რომელთა იდენტიფიცირება მოხდება“, – აღნიშნა მახარობლიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროფესიონალი ექსპერტების გაცვლა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეირჩევიან ისეთი პროფესიონალები, რომლებიც გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება. სულ ახლახან კი, საფრანგეთის პრეზიდენტმა მას ხელი მოაწერა.

შეთანხმების მიხედვით, წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე - 500 კვოტა.​

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]